გიორგი მიქაუტაძე (იურისტი)
გიორგი მიქაუტაძე (დ. 6 სექტემბერი, 1982 , თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
გიორგი მიქაუტაძე | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 24 ივნისი, 2017 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2016 – 2017 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
მემკვიდრე | ვასილ მშვენიერაძე |
დაბადებული | 6 სექტემბერი, 1982 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია | იურისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი მიქაუტაძე დაიბადა 1982 წლის 6 სექტემბერს, თბილისში; 1999 წელს დაამთავრა თბილისის იპოკრატე შევარდნაძის სახელობის მრავალდარგობრივი ლიცეუმი; 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირებაგიორგი მიქაუტაძე 2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად; 2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2010 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად; 2012 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2015-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. [1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგი მიქაუტაძე - ბიოგრაფია. hcoj.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-01. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2019.