გიორგი მაღნარიძე
გიორგი მაღნარიძე (დ. უცნობია — გ. უცნობია) — ქართველი იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია. 1920 წლის 19 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დამფუძნებელმა კრებამ სენატორის უფლებამოსილება შეუწყვიტა. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბექა ქანთარია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 259.