გიორგი მარჯანიშვილი

გიორგი მარჯანიშვილი (დ. 4 იანვარი, 1955 — გ. 8 ოქტომბერი, 2023) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე.

გიორგი მარჯანიშვილი
დაბადების თარიღი 4 იანვარი, 1955
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 ოქტომბერი, 2023 (68 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სხვადასხვა დროს იყო ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მუშაკი, ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის მუშაკი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება