გიორგი სტანისლავის ძე მაევსკი (დ. 14 (27) აპრილი1911, სოფელი ზემო ჩოჩეთი — გ. 7 ივლისი, 1977, თბილისი) — საბჭოთა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951; სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ინჟინერი (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა კიევის სამშენებლო ინსტიტუტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ხრამჰესის მშენებლობაზე. 1967 წლიდან იყო ენგურჰესის მშენებლობის უფროსის მოადგილე, მუშაობდა სამგორჰესის, მინგეჩაურჰესის (აზერბაიჯანი) და ჟინვალჰესის მშენებლობებზე.

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები:

  • 2 შრომის წითელი დროშის ორდენი;
  • „საპატიო ნიშნის“ ორდენით;
  • დაჯილდოვებულია მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება