გიორგი კვიტაიშვილი
გიორგი კვიტაიშვილი (დ. 19 მაისი, 1962, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1984–1986 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა ინფექციურ დაავადებათა კათედრაზე. 1986–1990 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი. 1989–1991 წლებში მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1991 წლიდან ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ექიმი. ავტორია 13 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებათა პრობლემებს.
1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პრეპარატ პლაფერონის მოქმედება ზოგიერთ კლინიკურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე მნ. B ჰეპატიტის დროს.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 151