სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმნაძე.

გიორგი იმნაძე (დ. 17 ივლისი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.

გიორგი იმნაძე
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1972 (1972-07-17) (51 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

1996 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი. 2005-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება