გიორგი ვაჩნაძე (ფიზიკოსი)

გიორგი ემანუკის ძე ვაჩნაძე (გურგენიშვილი) (დ. 10 იანვარი, 1935, სოფ. ნანიანი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 3 აგვისტო, 1997, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების დოქტორი (1984), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (1997).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1958). ამავე წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1989 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის კონდენსირებულ გარემოთა თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ნახევრადგამტარებში ციკლოტრონული და კომბინირებული რეზონანსის მოვლენებს, მყარი სხეულების მაგნიტურ თვისებებსა და თხევადი He-ის ზედენადი ფაზების ანიზოტროპიისა და სპინური დინამიკის თეორიას.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Комбинированный резонанс в деформированном р-Gе, «Физика твердого тела», 1963, т. 5.
  • Гибридизация коллективных коллебаний в 3Не-А вблизи перехода в А-фазу, «Письма в Журнал экспериментальной и теоретической физики», 1980, т. 31 (თანაავტ. Г. Харадзе).

ლიტერატურა

რედაქტირება