გიორგი ვარაზაშვილი (ინჟინერი)

გიორგი სოფრომის ძე ვარაზაშვილი (დ. 7 აპრილი, 1893, თბილისი, — გ. 5 სექტემბერი, 1966, იქვე) — ქართველი სამთო ინჟინერი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1964). ივანე, ისიდორე და ვასილ ვარაზაშვილების ძმა.

თბილისის კლასიკური ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1914) სწავლა განაგრძო გერმანიაში, დაამთავრა ბერლინის სამთო აკადემია. იყო გერმანიაში დაარსებული „რუსთაველის საზოგადოების” მდივანი. ეხმარებოდა ძმებს ჭიათურის მრეწველთათვის საექსპორტო კავშირების დამყარებაში. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. 1925 წელს გიორგი ვარაზაშვილი დაბრუნდა საქართველოში. თანამშრომლობდა „ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერულ საზოგადოებასთან”. მუშაობდა ნატახტრის წყალსადენის მშენებლობაზე, დიდი წვლილი შეიტანა თბილისის წყალმომარაგების საქმეში, ასევე სოხუმის წყალმომარაგების სისტემის აღდგენაში. 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში, გეოდეზიის და მარკშაიდერიის კათედრაზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მთის რეგიონებში წყალსაცავებისა და წყალსამეურნეო სისტემების შექმნისა და ექსპლუატაციის საინჟინრო-ეკოლოგიური პრობლემები, თბ., 2002.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • არსენაძე თ., ბაქრაძე ს., ვარაზაშვილები // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 165.