გიორგი და დავით ერისთავების სახლ-მუზეუმი

გიორგი და დავით ერისთავების სახლ-მუზეუმი — მუზეუმი დუშეთს მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, მიძღვნილია დავით და გიორგი ერისთავებისადმი. დაარსდა 1958 წელს შალვა დადიანის, გიორგი ლეონიძის და დავით ერისთავის ასულის, ელისაბედის ინიციატივით ქსნის ერისთავების სასახლეში.

შენობა სამსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით. შედგება სწორი კუთხით მიბჯენილი ორი ფრთისაგან. ორივე ფრთას ერთმანეთთან აკავშირებს აივანი, რომლებიც შენობის II და III სართულებს, ეზოს მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს. I სართული (მარანი) აშენებულია XVI–XVII საუკუნეებში, II — XVII–XVIII საუკუნეებში, III — XIX საუკუნეში. 1930 წლამდე ცხოვრობდა დავით ერისთავის ოჯახი, რომლის გასასხლების შემდეგ შენობა გადაეცა სოფელ ოძისი კოლმეურნეობას. 1960 წელს მოეწყო პირველი ექსპოზიცია, სადაც გამოფენილი იყო მემორიალური და ერისთავების საგვარეულო ნივთები, აგრეთვე ორივე მწერლის შემოქმედების ამსახველი მასალები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება