გიორგი დანელია (პათოლოგანატომი)
გიორგი სერგის ძე დანელია (დ. 25 აპრილი, 1923, თბილისი) — ქართველი პათოლოგანატომი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1978), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1990).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1946). 1947 წლიდან მუშაობს მუშაობს კონსტანტინე ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც 1950 წლიდან განაგებს პათომორფოლოგიის განყოფილებას. იმავდროულად 1969–1990 წლებში ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის ცენტრალურ პათომორფოლოგიის ლაბორატორიას; 1970–1985 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტია (ნეონატოლოგ-პათოანატომი). მისი შრომები შეეხება შეისწავლის ნაყოფისა და ახალშობილის ცენტრალური ნერვული სისტემისა და ფილტვების პათოლოგიას, ქალის ჰორმონულ პათოლოგიასა და ორსულთა სიკვდილის მიზეზებს. ითვლება სამეანო-გინეკოლოგიური მორფოლოგიის და პერინატალური პათოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელად საქართველოში. მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1990). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Некоторые количественные морфологические характеристики структурных перестроек в органах плодов и новорожденных, Сборник материалов симпозиума морфологического и математического моделирования патологических процессов, Кутаиси, 1980.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 310.