გიორგი გულბანი
გიორგი გულბანი (დ. 23 ივლისი, 1959, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, პოლიტიკოსი.
გიორგი გულბანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 ივლისი, 1959 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1981-1990 წლებში მუშაობდა ინსტიტუტ „ვნიიტმეს“ ინჟინრად, ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ინჟინერ- ფიზიკოსად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპექტროსკოპიის განყოფილების უფროს ინჟინრად, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროს ლაბორანტად, ამავე აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ინჟინრად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიის შემდგომ იურიდიული კომისიის მდივანი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).