გიორგი რევაზის ძე გოგაშვილი (დ. 8 ოქტომბერი, 1960, თბილისი) — ქართველი ექსპერტი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი (2003 წ.).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, 1987 წელს – მოსკოვის სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა, 2002 წელს – თავდაცვის უწყების ენების ინსტიტუტი (სან-ანტონიო, აშშ), 2003 – ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი (ქ. ვაშინგტონი), იქვე მიენიჭა მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დარგში.

1987-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაზვერვის განყოფილებაში, 1992-1996 წლებში – დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველოში, სამხედრო დაზვერვაში; 1996–97 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი, 1998–2002 წლებში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, 2003–04 წლებში – საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი. 2004 წლიდან თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და ევროკავშირის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევის ცენტრის ექსპერტი.

ლიტერატურა

რედაქტირება