გოგი ალექსი-მესხიშვილი

ქართველი ხელოვანი
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ალექსი-მესხიშვილი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი (დ. 2 მარტი, 1941) — ქართველი მხატვარი, თეატრალური დეკორატორი.

გოგი ალექსი-მესხიშვილი

1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1975 წელს აირჩა რუსთაველის თეატრის მთავარ მხატვრად, სადაც ორმოცამდე სპექტაკლი გააფორმა. საუკეთესო ნამუშევრებია ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”, “სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, კარლო გოცის “ქალი-გველი”, უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “როგორც გენებოთ, ანუ შობის 12 ღამე”, მოლიერის “დონ ჟუანი”.

წარმატებით თანამშრომლობს მუსიკალურ თეატრებთან: თბილისის ოპერის თეატრში: გია ყანჩელის “არს მუსიკა”, ბიზეს “კარმენი”, სერგეი პროკოფიევის “ცეცხლის ანგელოზი”; მიუნხენის ნაციონალურ ოპერაში პეტრე ჩაიკოვსკის “პიკის ქალი”, ვერდის “ოტელო” ბუსეტოს ფესტივალზე და სხვ. 1999 წელს მუშაობდა რუსი კომპოზიტორის — სერგეი სლონიმსკის ნაწარმოებზე “ივანე მრისხანეს ხილვანი” რობერტ სტურუასა და მსტისლავ როსტროპოვიჩთან ერთად.

ჯილდოები: “საქართველოს სახალხო არტისტი”, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია; ევროპული კინოჯილდო (ფელიქსი) სერგო ფარაჯანოვის ფილმისათვის “აშუღ-ყარიბი”.[1]

გოგი ალექსი-მესხიშვილი ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში. ეწევა პედაგოგიურ და შემოქმედებით მუშაობას. არის დართმუთის კოლეჯის პროფესორი.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

მხატვარია ფილმების:


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება