გიონიულაჩანის მეჩეთი
გიონიულაჩანის მეჩეთი ან შუაწყლის მეჩეთი — მეჩეთი არტაანის პროვინციის პოსოფის რაიონის სოფელ გიონიულაჩანში. მეჩეთი აგებულია ძველი ქართული ეკლესიის (შუაწყლის ეკლესია) ნანგრევებზე.[1][2]
ისტორია
რედაქტირებასოფელი გიონიულაჩანი, ადრე ცნობილი იყო როგორც შუაწყალი, ქართული დასახლება ოსმალებმა XVI საუკუნის შუა ხანებში აიღეს. სოფელ შუაწყალის მოსახლეობა 1595 წლის ოსმალეთის საკადასტრო რეესტრის, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, შედგებოდა 9 კომლისაგან.[3] ამ პერიოდის ქართული ეკლესია 1909 წელს დაიშალა და მისი ქვები შუაწყალის მეჩეთის მშენებლობაში გამოიყენეს. მეჩეთის კედელზე მოთავსებულია ეკლესიიდან დარჩენილი ქვა, რომელზედაც ქართული წარწერაა ასომთავრული ასოებით. წარწერა ასე იკითხება:
„ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე პაპი.“
|
სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, დანგრეული ეკლესიის ადგილზე საფლავები იყო.[2] მეჩეთის წარწერის მიხედვით, ჰიჯრით 1327 წელს (1909) აგებული მეჩეთის ხის მინარეთი 1990-იან წლებში ქვის მინარეთით შეიცვალა.[4]
არქიტექტურა
რედაქტირებაშუწყლის მეჩეთი არის თითქმის კვადრატული მართკუთხა ნაგებობა ხის ჭერით, მარტივი ნართექსით ჩრდილოეთის შესასვლელთან და მინარეთით, რომელიც მოგვიანებით დაემატა ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე ორი დაბალი მრგვალი თაღოვანი სარკმელია. მეჩეთს შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. მეჩეთის შიდა ხის ელემენტები, ჭერის ჩათვლით, მორთულია გეომეტრიული და ყვავილოვანი მოტივებით გაწყობილი ჩუქურთმებით.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ali Murat Aktemur, "Posof ve Çevresindeki Tarihi Camiler" - International Journal of Social Science, Number: 68, p. 235-255, Summer I, 2018. (29 Mart 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Mart 2023.
- ↑ 2.0 2.1 ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2019 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, თბ., 2021, გვ. 106. ISBN 978-9941-9746-3-2
- ↑ გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, თბ., 1958, გვ. 439
- ↑ 4.0 4.1 Ali Murat Aktemur, "Posof ve Çevresindeki Tarihi Camiler" - International Journal of Social Science, Number: 68, p. 235-255, Summer I, 2018.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Mart 2023.