გიოვჰარ აღას ზედა მეჩეთი

გიოვჰარ აღას ზედა მეჩეთი (აზერ. Yuxarı Gövhar Ağa məscidi; სომხ. Գյովհար Աղայի վերին մզկիթ, ასევე გიოვჰარ აღას ჯუმა მეჩეთი (აზერ. Gövhər ağanın Cümə məscidi) — მეჩეთი აზერბაიჯანის ქალაქ შუშას რვიდან ერთ-ერთ უბანში.[1]

გიოვჰარ აღას ზედა მეჩეთი
Yuxarı Gövhar Ağa məscidi

მეჩეთი 2010 წლის აგვისტოში
მდებარეობა შუშა, აზერბაიჯანი
მოქანდაკე ქერბალაი საფიხან ყარაბაღი
თარიღდება 1768—1885
მიძღვნილია იბრაჰიმ ხალილ ხანი

როგორც აღნიშნავს მეშედიხანუმ ნეიმეთი, მეჩეთი, „ყარაბაღნამეს“ ავტორი, XIX საუკუნის აზერბაიჯანელი ისტორიკოსი მირზა ჯამალი, აშენდა იბრაჰიმ ხანის ბრძანებით „1182 წელს (1663–1769)“.[2] მეჩეთი განაახლა აზერბაიჯანელმა არქიტექტორმა ქერბალაი სეფი-ხან ყარაბაღიმ, იბრაჰიმ ხანის ქალიშვილის გევარი-აღას განკარგულებით 1883–1885 წლებში.

ა. სალიმოვას მონაცემებით, გიოვჰარ აღას მეჩეთს გააჩნია ყარაბაღის რეგიონის მეჩეთებისთვის დამახასიათებელი შიდა სივრცე — ქვის კოლონებით ორსართულიან გალერეებად დაყოფა და გუმბათოვანი გადახურვის გამოყენება.[3]

  1. Город Шуши — Политический и Культурно-Исторический центр Карабаха. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-16. ციტირების თარიღი: 2018-05-09.
  2. Эпиграфические памятники Карабаха
  3. ВЛИЯНИЕ ХРИСТИАНСТВА НА АРХИТЕКТУРУ АЗЕРБАЙДЖАНА. bakililar.az. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.