გიობექლი-თეფე

არქეოლოგიური ძეგლი თურქეთში

გიობექლი თეფე (თურქ. Göbekli Tepe; ქართ. მუცლიანი გორა)[1] — არქეოლოგიური ძეგლი თურქეთის სამხრეთ ანატოლიის რეგიონში, ქალაქ შანლიურფადან დაახლოებით 12 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბორცვის სიმაღლე შეადგენს 15 მეტრს, ხოლო დიამეტრი დაახლოებით 300 მეტრს.[2] მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 760 მ სიმაღლეზე.

გიობექლი თეფე
Göbekli Tepe

გიობექლი თეფეს ნანგრევები
გიობექლი-თეფე — თურქეთი
გიობექლი-თეფე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 37°13′23″ ჩ. გ. 38°55′21″ ა. გ. / 37.22306° ჩ. გ. 38.92250° ა. გ. / 37.22306; 38.92250
სიმაღლე ზღვის დონიდან 760
მონაცემები
ტიპი ტაძარი
ისტორია
დაარსების დრო X ათასწლეული ძვ. წ.
პერიოდები კერამიკული ნეოლიტამდე ა-დან ბ-მდე
მიტოვების დრო VIII ათასწლეული ძვ. წ.
გიობექლი თეფე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია 1572
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2018  (42-ე სესია)
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ბორცვი გამოიყენებოდა ორ პერიოდში, რომელიც ითვლება სოციალური ან რიტუალური ბუნებით, რომელიც დათარიღებულია X და VIII ათასწლეულით ძვ. წ. პირველ ეტაპზე, კერამიკული ნეოლიტამდე ა (PPNA) პერიოდში, აღმართულია მასიური T ფორმის ქვის სვეტები, რომელიც მსოფლიოს უძველესი ცნობილი მეგალითებია.[3] გეოფიზიკური კვლევების მეშვეობით ცნობილია 20 წრეში 200-ზე მეტი სვეტი. თითოეული სვეტის სიმაღლე 6 მეტრია და იწონის 10 ტონას.[4] მეორე ფაზაში, კერამიკული ნეოლიტამდე ბ (PPNB) პერიოდში, აღმართულია სვეტები უფრო პატარა ზომით. ადგილი მიტოვებულია PPNB შემდეგ. ახალი ძეგლი თარიღდება კლასიკური დროით.

ძეგლის ფუნქციის დეტალები საიდუმლოდ რჩება. გათხრილია გერმანული არქეოლოგიური ჯგუფის მიერ, კლაუს შმიდტის ხელმძღვანელობით, 1996 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 2014 წლამდე. შმიდტს სჯეროდა, რომ ძეგლი საკურთხევლის ადგილი იყო, სადაც ფართო რეგიონიდან ადამიანები პერიოდულად იკრიბებოდნენ.

2018 წელს, ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.[5]

  1. „History in the Remaking“. Newsweek. 18 Feb 2010.
  2. Klaus Schmidt (2009): Göbekli Tepe - Eine Beschreibung der wichtigsten Befunde erstellt nach den Arbeiten der Grabungsteams der Jahre 1995-2007. In: Erste Tempel - Frühe Siedlungen. 12000 Jahre Kunst und Kultur. Oldenburg, p. 188.
  3. Sagona, Claudia The Archaeology of Malta (en). Cambridge University Press, გვ. 47. ISBN 9781107006690. ციტირების თარიღი: 25 November 2016. 
  4. Curry, Andrew (November 2008). „Gobekli Tepe: The World’s First Temple?“. Smithsonian.com. ციტირების თარიღი: August 2, 2013. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. Centre, UNESCO World Heritage. Göbekli Tepe en. ციტირების თარიღი: 2018-07-01