გიმარის წმინდა გიორგის ეკლესია

გიმარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გიმარის ჩრდილოეთით, ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (4,5x4,8 მ). ნაგებია ფითქლით. შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ ბოლოშია, კარი დაბალია (1,3 მ სიმაღლის). უსწორო ფორმის აფსიდი უშუალოდ ერთვის ჩრდილოეთ კედელს. სამხრეთ კლდიდან მოკლე მხრითაა გამოყოფილი. საკურთხეველში ეკლესიის ერთადერთი სარკმელია. იგი ინტერიერისკენ ფართოვდება და შიგნიდან ტრაპეციის ფორმა აქვს. სარკმლის ქვემოთ დაბალი ტრაპეზი დგას. აფსიდს და დარბაზის ჩრდილოეთ კედელს ქვის ფილით გამოყვანილი საფეხური გასდევს. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში ფიტლის თხელი თაროცაა, მასზე წმინდა გიორგის ხატია დასვენებული. იატაკი მიწისაა. დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთ კედელში პლასტრისებრი შვერილია, რომელიც კედლის ზედა ნაწილში ფასადის სიბრტყეს ერწყმის. კარის სამხრეთით ხის თაროა, რომლის ქვეშ ჩამოკიდებულია პატარა ზარი. ეკლესიას ბანური გადახურვა აქვს. მას შემოვლებული აქვს დაბალი სწორკუთხა გალავანი. გალავანში შესასვლელი სამხრეთიდანაა და ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი მთლიანადაა ჩართული გალავანში.

ლიტერატურა

რედაქტირება