გიმარის დასავლეთი კოშკი

გიმარის დასავლეთი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გიმარის განაპირას, დასავლეთით. თარიღდება XVII საუკუნით.

კოშკი გეგმით კვადრატულია (5x5 მ), ზემოთ ოდნავ ვიწროვდება, ნაგებია კლდის ნაფლეთი ქვებით. კოშკი დაზიანებულია, სადაც შემორჩენილია პირველი და მეორე სართულების აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები. გარედან თაღოვანი, შიგნიდან სწორკუთხა შემოსასვლელი აღმოსავლეთითაა, მეორე სართულზე. კარის თაღი შედგენილია ორი საგანგებოდ გამოთლილი ქვით. წირთხლებად კარგად დამუშავებული ქვაა გამოყენებული. პირველი სართული ყრუკედლებიანი დამხმარე სათავსეა. მეორე სართულის შემორჩენილ კედლებში თითო-თითო სათოფურია.

ლიტერატურა

რედაქტირება