გივი ცინცაძე
გივი ცინცაძე (დ. 18 აპრილი, 1933, თბილისი — გ. 2021) — ქართველი მეცნიერი, ქიმიკოსი.
გივი ცინცაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 აპრილი, 1933 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
გარდ. თარიღი | 2021 |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მეცნიერი და ქიმიკოსი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.
1957-1961 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1961-1964 წლებში კი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის ასპირანტი. 1960-1965 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრაზე თავდაპირველად ასისტენტად, ხოლო შემდგომ დოცენტად. 1965-1971 წლებში ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის დოცენტი. 1968-1970 წლებში მიიღეს შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაორგანული ქიმიის კათედრაზე. 1971-1974 წლებში იყო საქართველოს პოლითექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე, ხოლო 1973-1992 წლებში ამავე ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1977-1986 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1986 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1992-1997 წლებში იყო ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. 1992-1997 წლებში იყო ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. 1995-1997 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1997-2004 წლებში ამავე ფაკულტეტის ზოგადი და ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, 2002 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კომპლექსნაერთების ქიმიიის ლაბორატორიის გამგე, ხოლო 2008 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
1971 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „ლითონების ციანატური, თიოციანატური და სელენოციანატური ნაერთების გამოკვლევა.“[1]
ჯილდოები
რედაქტირება- 1998 - ღირსების ორდენი
- 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. 1998-1999 გვ. 381
- საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში თბ., 2012 გვ. 102
- წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2001 გვ. 126