გივი შუღაროვი (დ. 29 სექტემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.

გივი შუღაროვი
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1939 (1939-09-29) (84 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება სომეხი

1964 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი, ხოლო 1979 წელს მოსკოვის უმაღლესი პოლიტიკური სკოლა. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება