გივი თალაკვაძე (დ. 14 ივლისი, 1949) — ქართველი პოლიტიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

გივი თალაკვაძე
დაბადების თარიღი 14 ივლისი, 1949 (1949-07-14) (75 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1970-1990 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კათედრის ასისტენტი, დეკანის მოადგილე, უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე. თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის მეორე მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგე, საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე, 1990 წლიდან საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება