გივი ვაშაძე
გივი გიორგის ძე ვაშაძე (დ. 25 აგვისტო, 1925, თბილისი, — გ. 9 ივლისი, 2008) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი (1949). 1949 წლიდან ინჟინრად მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, 1965-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის წყალტუბოს რაიონული კომიტეტის პირველ მდივანი, საქართველოს სსრ მე-7 და მე-8 მოწვევის უმაღლესი საბჭოების დეპუტატი. 1972 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს რესპუბლიკური გაერთიანება „საქსოფლტექნიკის“ თავმჯდომარედ. 1974-1990 წლებში იყო საკავშირო დაქვემდებარების საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგამოცდო საკვლევი-სამეცნიერო დაწესებულების დირექტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვაშაძეები. თბ., 2008.