გივი დეკანოიძე
გივი ილარიონის ძე დეკანოიძე (დ. 3 აპრილი, 1927, სოფ. მერჯევი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, — გ. 24 მაისი, 1984, თბილისი) — ქართველი ენტომოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1978).
დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი (1949). 1952 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1979–1984 წლებში იყო აგრონომიის ფაკულტეტის დეკანი, 1981–1984 წლებში — ენტომოლოგიის კათედრის გამგე, 1978-1984 წლებში — საქართველოს ენტომოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე. გამოიკვლია ვაზისა და თუთის კულტურების ენტომო- და აკაროფაუნა. შეისწავლა უმთავრესი სახეობების ბიოეკოლოგია, დაადგინა საქართველოში გავრცელებული ჭიჭინობელების ტაქსონომიური შედგენილობა, აღმოაჩინა და აღწერა ახალი სახეობა — ვაზის ჭიჭინობელა [Erythroneura imeretina (Dekanoidze)]. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ვაზის კულტურის მავნებელი, თბ., 1964;
- თუთის ხის მავნებელ-დაავადებანი და მათთან ბრძოლა, თბ., 1972;
- ენტომოლოგია, თბ., 1974 (თანაავტ. ირ. ბათიაშვილი); ფიტოაკაროლოგია, თბ., 1981;
- სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ტკიპები და მათთან ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებები, თბ., 1982.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 361.