გივი გულისაშვილი
გივი ვახტანგის ძე გულისაშვილი (დ. 2 ოქტომბერი, 1913, თბილისი, — გ. 24 თებერვალი, 1995, იქვე) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1938 წელს (მოსე თოიძის კლასი). იმავე წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ქმნიდა თანამედროვეობის ამსახველ სურათებს, პორტრეტებსა და პეიზაჟებს: „შემთხვევა საზღვარზე“ (1930), „ცხენების ბანაობა“ (1938), „მამაცთა შეჯიბრება“ (1953), „ქართული“ (1978), „მეფე ერეკლე“ (1983) და სხვ. შექმნა ილუსტრაციები წიგნებისთვის: ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“, იროდიონ ევდოშვილის „საბავშვო მოთხრობები“, ანა ხახუტაშვილის „გაზაფხულის მერცხლები“ და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 194.