გივი გოშაძე
გივი გიორგის ძე გოშაძე (დ. 1 ივნისი, 1928, სოფელი კვაშხიეთი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი — გ. 5 იანვარი, 2004, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი. ეკონონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1973), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1996), საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი (1982).
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს თსუ-ის ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1957-1960 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ სამრეწველო-ტექნიკური ლიტერატურის რედაქციის გამგედ, 1960–1967 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი, 1980-1992 წლებში კათედრის გამგე, 1967-1073 წლებში თსუ-ის პოლიტეკონომიია კათედრის დოცენტი, 1973-1980 წლებში პროფესორი, 1992–2004 წლებში ეკონომიკის თეორიის კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ეკონომიკური თეორიისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ეკონომიკის საკითხებს. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლითა (1976) და ღირსების ორდენით (1998).
ლიტერატურა
რედაქტირება- კახნიაშვილი ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 126-127.