დავით გივიშვილი

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან გივიშვილი, დავით)

დავით გივიშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1850, თბილისი, — გ. 1 ივნისი, 1916, იქვე) — ქართველი პოეტი, ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი.

დავით გივიშვილი
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1850(1850-11-03)
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 ივნისი, 1916(1916-06-01) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ „დროებაში“. გამოცემული აქვს 37 საშუალო და და მცირე ზომის კრებული. მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ჰედონისტურ-ბოჰემური განწყობილება, ძმობა-ვაჟკაცობის კულტის აპოლოგია, სატრფიალო და სოციალური თემატიკა. მის ბევრ ლექსზე სიმღერები შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: