გიორგი პაიჭაძე

(გადამისამართდა გვერდიდან გიგა პაიჭაძე)

გიორგი (გიგა) გიორგის ძე პაიჭაძე (დ. 27 მაისი, 1928, თბილისი ― გ. 10 იანვარი, 1996, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982). სკკპ წევრი 1948 წლიდან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი პაიჭაძემ 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1956–1962 წლებში მუშაობდა ჯერ საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის აპარატში, შემდეგ კი ცენტრალურ კომიტეტში. 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ.

გიორგი პაიჭაძე იკვლევდა რუსეთთან, უკრაინასთან და კავკასიის ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკითხებს.

ლიტერატურა

რედაქტირება