გიორგი გიგაური

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან გიგაური, გიორგი ხვთისოს ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიგაური.

გიორგი ხვთისოს ძე გიგაური (დ. 23 მაისი, 1928, ბლო, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2011, თბილისი) ― ქართველი პოეტი.

გიორგი გიგაური
დაბადების თარიღი 23 მაისი, 1928(1928-05-23)
დაბადების ადგილი ბლო, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2011
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1951, პირველი წიგნი „მთების სიმღერა“ - 1957. გამოქვეყნებული კრებულთაგან აღსანიშნავია: „ჭიუხი, წვიმა და ჩანჩქერები“ (1961), „ბალადა შვიდი ხევსურისა“ (1965), „სიცოცხლე გრძელდება“ (1969), „აღსარება“ (1974), „იმედის ბილიკი“ (1976), „გზაგასაყართან“ (1980), „ხევსურეთ რა ამბავია?“ (1985) და სხვა. მის ლექსებში გაცოცხლებულია სახელოვან წინაპართა სახეები, საინტერესოდაა დახატული მთიელი ადამიანების ცხოვრება. პოეტს განსაკუთრებით ახარებს ნასოფლარების აღდგენა-აღორძინება და ჩამქრალ კერებში სიცოცხლის დაბრუნება. შალვა დადიანის და ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი (1994).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ერთტომეული : ლექსები, ბალადები, პოემები (ავტორი). - თბილისი, ნობათი, 2001. - 504გვ.
  • შორეული ექო (ავტორი). - თბილისი, 21 - ე საუკუნე, 1998. - 160გვ.
  • ლექსი და კაი ყმა (ავტორი). - თბილისი, 21 - ე საუკუნე, 1997. - 80გვ.
  • ლოცვა (ავტორი). - თბილისი, ლაშარი, 1994. - 72გვ.
  • სულის საგზალი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 179გვ.
  • კენჭები კამკამა მორევში (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 302გვ.
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1982. - 174გვ.
  • ლამაზი დღე (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1981. - 77გვ.
  • გზა გასაყართან : ლექსები, პოემები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1980. - 162გვ.
  • გაზაფხული არაგვზე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 43გვ.
  • ბალადა შვიდი ხევსურისა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 43გვ.
  • იმედის ბილიკი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1976. - 193გვ.
  • მზიანი მინა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1974. - 54გვ.
  • აღსარება (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1974. - 93გვ.
  • მზის ნაბიჯები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1970. - 91გვ.
  • თამარიანელი მხედარი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 88გვ.
  • ჭიუხი წვიმა და ჩანჩქერები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1961. - 104გვ.
  • მთების სიმღერა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1957. - 68გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება