გია ხავთასი
გია ხავთასი (დ. 17 ნოემბერი, 1964) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკური მოღვაწე.
გია ხავთასი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 ნოემბერი, 1964 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 19 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში, კინოთეატრ „ამირანში“, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1985-1990 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის უფროსი ინჟინერი. მერაბ კოსტავას საზოგადოების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მერაბ კოსტავას საზოგადოება“.