გვეხტენჰორნი
მთა
გვეხტენჰორნი (გერმ. Gwächtenhorn) — მთა ურნერის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ბერნისა და ურის კანტონების საზღვარზე. მისი ჩრდილოეთი კალთა გადმოჰყურებს შტაინის მყინვარსა და ზუსტენის უღელტეხილს, სამხრეთი კი კელენის მყინვარს.
გვეხტენჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°41′27″ ჩ. გ. 8°24′48″ ა. გ. / 46.69083° ჩ. გ. 8.41333° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 420 მ |
ქედი | ურნერის ალპები |
მთის ჩრდილოეთი კალთა ძირიდან მწვერვალამდე თოვლითაა დაფარული, რის გამოც ის მეტად მიმზიდველია მეთხილამურეებისთვის.