გვერდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია
გვერდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერდისუბანში, მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთ განაპირას, ბორცვის კალთაზე, ფიჭვებით შემოსაზღვრული ეკლესიის ნანგრევებია.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ჩრდილოეთის მცირე მინაშენით. კედლები მხოლოდ 1,5-2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესიის ასაგებად გამოყენებულია უხეშად გათლილი, დიდრონი, რუხი ფერის ქვები. ტაძრის შიგნით ნალესობა არ შეიმჩნევა. ძეგლს ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, რომელსაც უხეშად გათლილი მოზრდილი არქიტრავის ქვა ასრულებს. აღნიშნული ტაძრის აგებას ხუროთმოძღვრული მონაცემების საფუძველზე, ფართო ქრონოლოგიური მონაკვეთით VIII-X საუკუნის დასაწყისით ათარიღებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილიდ., გიორგიძედ., ჩაჩხუნაშვილი დ., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ., 1987
- მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957