გეღის წყალსაცავი
გეღის წყალსაცავი (სომხ. Գեղիի ջրամբար) — წყალსაცავი სომხეთში. მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში, სოფელ გეღიდან აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1402 მეტრ სიმაღლეზე. წყალსაცავის მშენებლობა 1980 წელს დაიწყო და 1989 წელს დასრულდა. წყალსაცავი აგებულია მდინარე გეღიზე. წყალსაცავის მოცულობა 15 მილიონი მ³-ია.
გეღის წყალსაცავი | |
---|---|
სომხ. Գեղիի ջրամբար | |
კოორდინატები: 39°13′08″ ჩ. გ. 46°13′24″ ა. გ. / 39.21889° ჩ. გ. 46.22333° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | სიუნიქის პროვინცია |
ზღვის დონიდან | 1402 მ |
მოცულობა | 0,015 კმ³ |
მდინარე | გეღი |
შევსების წელი | 1989 |