გეტის ციხე

(გადამისამართდა გვერდიდან გეტის (ჯანაზიანის) ციხე)

გეტის (ჯანაზიანის) ციხე — არქიტექტურული ძეგლი ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში.

ციხე აგებულია მთის წვერზე. გალავანი ოთხკუთხაა. ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით კირხსნარზე. წყობა ნარევია, ზოგგან თარაზული. კედლები გამაგრებულია ნახევარწრიული ბურჯებით. კედლებში არ შეიმჩნევა სამზრეი ან სათოფე ხვრელები. ციხის შუაში კლდეზე ნაგებობის კვალია, შესაძლოა კოშკის იყოს. ციხის კედლების შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 2-3 მეტრია. ციხის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე ნასახლართა ბუდეებია. აქვეა ეკლესიის ნანგრევი და სასაფლაო. ციხე, ვახუშტისეული სოფ. ჯანაზიანის ტერიტორიაზე უნდა მდგარიყო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 2014, გვ. 165

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38165