გესლეროვსკის ხიდი

გესლეროვსკის ხიდი (რუს. Геслеровский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე კარპოვკაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და სააფთიაქოს კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 22,2 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი.

გესლეროვსკის ხიდი
რუს. Геслеровский мост
კოორდინატები: 59°58′09″ ჩ. გ. 30°18′15″ ა. გ. / 59.96917° ჩ. გ. 30.30417° ა. გ. / 59.96917; 30.30417
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია კარპოვკა
სიგრძე 22,2 
სიგანე 27 
გახსნის თარიღი 1904 წ.
გესლეროვსკის ხიდი — რუსეთი
გესლეროვსკის ხიდი
გესლეროვსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
გესლეროვსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

ხიდი მდებარეობს ჩკალოვის პროსპექტის დასაწყისში. დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს სილინის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით — კარპოვსკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „პეტროგრადსკაია“ (525 მეტრი).

სახელწოდება

რედაქტირება

1904 წლის 17 ივნისს მიენიჭა გესლეროვსკის ხიდის სახელი. სახელწოდება მომდინარეობს გესლეროვსკის შესახვევიდან (ამჟამად ჩკალოვის პროსპექტი), რომელმაც სახელი თავის მხრივ მიიღო პავლე I-ის გარდერობმეისტერის, გესლერის მიხედვით, რომელიც მიწებს ფლობდა პეტროგრადის კუნძულზე.

პირველი გადასასვლელი მდინარე კარპოვკაზე ცნობილია 1887 წლიდან. ეს იყო ხის სამმალიანი ძელებიანი ხიდი. იგი არაერთხელ გაარემონტეს და გადააკეთეს. 1940 წლისათვის მას ჰქონდა სიგრძე 30,1 მეტრი, ხოლო სიგანე — 13,5 მეტრი.

1965 წელს „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინერ პ. პ. რიაზანცევისა და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტის მიხედვით ხის ხიდი გადააკეთეს ერთმალიან რკინა-ბეტონის კონსტრუქციად. ხიდის მშენებლობას აწარმოებდა ტრესტი „ლენხიდმშენი“, მთავარ ინჟინერ კ. ვ. უჩაევისა და სამუშაოს მწარმოებელ ი. ე. ლივშიცის ხელმძღვანელობით.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი ერთმალიანია, მისი ბურჯები რკინა-ბეტონისგანაა აგებული და მოპირკეთებულია გრანიტით, ხოლო მოაჯირები თუჯისგანაა დამზადებული.

ხიდი განკუთვნილია ავტოტრანსპორტისთვის და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ასფალტბეტონითაა დაფარული, ხოლო ტროტუარები ბეტონით. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია მაღალი გრანიტის ფილებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 94. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.
  • Антонов Б. И. Мосты Санкт-Петербурга. — СПб: Глагол, 2002. — 192 с. — ISBN 5-89662-019-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება