გერჰარდ შულცე (გერმ. Gerhard Schulze; დ. 14 სექტემბერი, 1944) — გერმანელი სოციოლოგი, ბამბერგის უნივერსიტეტის (სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) ემერიტუსი.

გერჰარდ შულცე
გერმ. Gerhard Schulze
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი, 1944(1944-09-14) (80 წლის)
დაბადების ადგილი Neustadt an der Aisch
საქმიანობა სოციოლოგი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიკოსი
მოქალაქეობა  გერმანია

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა სოციოლოგიას მიუნხენსა და ნიურნბერგში. 1978 წლიდან პენსიაზე გასვლამდე, 2009 წლის ოქტომბერში — ბამბერგის უნივერსიტეტის პროფესორი (ემპირიული სოციალური კვლევის მეთოდოლოგია).

აკადემიური ინტერესები: სოციალური და კულტურული ცვლილებები, ემპირიული კვლევის მეთოდოლოგია, მეცნიერების სოციოლოგია. ამჟამად ის მონაწილეობას იღებს სემინარებსა და კონფერენციებში, როგორც ექსპერტი, აძლევს პოპულარული სამეცნიერო ხასიათის ჟურნალებს ინტერვიუებს და ეწევა კონსულტაციებს.[2]

მან ფართო პოპულარობა სამეცნიერო საზოგადოებაში მოიპოვა კონცეფცია „შთაბეჭდილებების საზოგადოების“ შემუშავების წყალობით.

შთაბეჭდილების საზოგადოება

რედაქტირება

შულცემ „შთაბეჭდილებების საზოგადოების“ კონცეფცია შეიმუშავა, როგორც თეორიული კონცეპტი, რომელიც ასახავს მომხმარებელთა სოციალური ქცევის ლოგიკას ტრანსფორმაციის თანამედროვე პროცესებს.

ინდივიდის მთავარ მოთხოვნილებად მისი ცხოვრების სხვადასხვა სახის შთაბეჭდილებებით ინტენსიური შევსება სახელდება. „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ („ისიამოვნეთ საკუთარი ცხოვრებით“) არის თეორიის მთავარი პოსტულატი.[3]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Jugend und politischer Wandel. Zur gesellschaftlichen Bedeutung politischen Lernens. Juventa-Verlag, München 1976, ISBN 3-7799-0213-3. (= Dissertation 1975)
  • Politisches Lernen in der Alltagserfahrung. Eine empirische Analyse. Juventa-Verlag, München 1977, ISBN 3-7799-0215-X.
  • Die Erlebnisgesellschaft. Kultursoziologie der Gegenwart. Campus, Frankfurt am Main 1992, ISBN 3-593-34615-X. (2. Auflage 2005, ISBN 3-593-37888-4)
  • Kulissen des Glücks. Streifzüge durch die Eventkultur. Campus, Frankfurt am Main 1999, ISBN 3-593-36305-4
  • Die beste aller Welten. Wohin bewegt sich die Gesellschaft im 21. Jahrhundert? Hanser, München 2003, ISBN 3-446-20281-1. (Taschenbuchausgabe: Fischer, Frankfurt am Main, 2004, ISBN 3-596-16385-4)
  • Die Sünde. Das schöne Leben und seine Feinde. Campus, Frankfurt am Main 2006, ISBN 3-446-20672-8.
  • Krisen. Das Alarmdilemma Fischer Verlag, Frankfurt am Main 2011, ISBN 3-10-073607-9.
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #120476193 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. gerhardschulze.de » Zur Person.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-21. ციტირების თარიღი: 2020-09-26.
  3. Gerhard Schulze, Erlebnisgesellschaft: Kultursoziologie der Gegenwart (Campus Verlag, Frankfurt/New York 1992) S. 33.