გერმანული დოგი (გერმ. Deutsche Dogge) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში შუა საუკუნეები/XIX საკუნეში.

გერმანული დოგი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 46-54 კგ.
სიმაღლე 71-76 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
9-10 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

მედიდური, მაგრამ ნაზი და მოსიყვარულე დოგი - გერმანიის ნაციონალური ძაღლია. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ევროპაში ალანებთან ერთად მოხვედრილ ძაღლებთან. ამ მებრძოლ მასტიფებს, ალბათ, გრეიჰაუნდებთან აჯვარებდნენ, რის შედეგადაც წარმოიშვა დახვეწილი და გაწონასწორებული თანამედროვე ძაღლი. დიდი ზომის გამო დოგებს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მენჯ-ბარძაყის და იდაყვის სახსრის ართრიტი და ძვლების სიმსივნე.

გერმანულ დოგს აქვს მოკლე, ხშირი ბალანი, იგი შეიძლება იყოს ჩალისფერი, შავი, ცისფერი, მარმარილოსფერი (არლეკინი), ვეფხვისებრი შეფერილობის. ლამაზ კისერზე კანი მჭიდროდ ეკვრის, თვალები საშუალო ზომისაა, კუდი გრძელია და ბოლოსკენ ვიწროვდება. გერმანული დოგი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ადვილად შედის კონტაქტში სხვა ძაღლებთად და უყვარს ბავშვები. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და არ სჭირდება განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: