სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გერმანე.

გერმანე IIIკონსტანტინოპოლის პატრიარქი 1267 წელს, წარმოშობით ლაზი. პატრიარქად დაანიშნინა მიხეილ VIII-მ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი მოუვიდა წინა პატრიარქთან, არსენთან. მიტროპოლიტი გერმანე კეისრის მეგობარი იყო. იყო განსწავლული და თავისუფალი აზროვნების მქონე ადამიანი, თუმცა არ იყო მჭევრმეტყველი. პატრიარქის თანამდებობა ეკავა 5 ივნისიდან 14 სექტემბრამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყაუხჩიშვილი, ს., კონსტანტინეპოლის პატრიარქი გერმანე, წარმოშობით ლაზი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 58-65.