გერმანე (ხობის მიტროპოლიტი)

ხობის მიტროპოლიტი, დიპლომატი (XVII საუკუნე)

გერმანეXVII საუკუნის შუა წლების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი.

XVII საუკუნის 30-იან წლებში დაადგინეს ხობის ეპარქიის მიტროპოლიტად, 40-იანი წლების დასაწყისში გაემგზავრა ბალკანეთში ყირიმის სახანოს წინააღმდეგ კოალიციის მოსაწყობად. შემდეგ თავისი გეგმა მან მოსკოვში რუსეთის ხელისუფლებას გააცნო. მეფე ალექსი მიხეილის ძემ გერმანეს სამგზავრო სიგელი უბოძა და დასაჩუქრებული 1648 წელს სამშობლოში გამოისტუმრა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიხარულძე ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან, თბ., 1991.
  • სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 599.