გერი-ტაუერი
გერი-ტაუერი (Gehry Tower - გერის კოშკი) — ცხრასართულიანი შენობა აგებული არქიტექტორი ფრენკ გერის მიერ გოეთეშტრასეს 13ა-ში, ჰანოვერი, გერმანია, ჰანოვერის სატრანსპორტო სამსახურის (üstra) დაკვეთით.
უჟანგავი ფოლადით ნაგები კოშკი გამოირჩევა შესამჩნევი გადახრით მის გარე ფასადზე რკინაბეტონის კარკასიდან, რითაც ის უფრო ოპტიმალურად იყენებს მცირე ზომის მიწის ნაკვეთს, რომელზეც ის დგას. გერის მრავალი სხვა შენობის მსგავსად, კოშკი თანამედროვე ტექნოლოგიების ბოლოს მიღწევებით არის აგებული. მშენებლობა 1999 წელს დაიყოს და 8,5 მილიონი დოიჩმარკა დარჯა. შენობა ოფიციალურად 2001 წლის 28 ივნისს გაიხსნა.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: