გერგეტის ყველაწმინდის ძეგლი

გერგეტის ყველაწმინდა (ქალების ხატი) — საკულტო ძეგლი, მდებარეობს სოფელ გერგეტიდან დასავლეთით, მაღალი მთის დავაკებაზე. ხატი შედგება ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი, ოთხკუთხა სვეტის ფორმის ორი პატარა ნაგებობისაგან. ნაგებობები გვერდიგვერდ დგანან. ერთი მათგანი შედარებით მოზრდილია და მთავარი ფასადი დასავლეთით აქვს. ამ კედელში, მიწის პირას, სასანთლე თახჩაა. მეორე შენობის შემორჩენილი კედლები ყრუა.

ლიტერატურა

რედაქტირება