გერგეტის ნინოწმინდის ნიში
გერგეტის ნინოწმინდის ნიში — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს გერგეტიდან დასავლეთით, გერგეტის სამების ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მთის დავაკებაზე. სალოცავი ოთხკუთხა სვეტის ფორმის მასიური ნაგებობაა. ნაგებია ფიქლით, შეთეთრებულია კირით. მთავარი ფასადი ჩრდილო-დასავლეთით აქვს. კედელში დატანებულია მაღალი და ღრმა თაღოვანი თახნა, რომლის შიდა მხარე ორნამენტირებულია და აქვს წარწერა, რომელიც არ იკითხება შებოლვის გამო.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 446.