გერგეტის კოშკი
გერგეტის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა. მდებარეობს გერგეტის სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ნაგებია ფიქლით.
კოშკი (გარე ზომები 7,4 მ X 7.1 მ) ზურგიანია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული, რომელიც მიწის დონიდან 6 მეტრ სიმაღლეზეა. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კედლები მთელ სიმაღლეზე შეკრულია ყოველ 1 მეტრში ფიქლის წყობაში დატანებული ლასტებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 445.