გერასიმე ასათიანი
გერასიმე ასათიანი (დ. 1892, ქორენიში — გ. 1924) — საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, ანტისაბჭოთა აჯანყების შეიარაღებული რაზმების მეთაური.
ცხოვრება
რედაქტირებაგერასიმე ასათიანი ცაგერის რაიონში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. თავიდან ჭიათურის მაღაროებში მუშაობდა. აჯაყების დაწყების შემდეგ სამუშაო მიატოვა და მშობლიურ სოფელში ამბოხებულთა ჯგუფს შეუერთდა. მათი რაოდენობა უფრო მეტი იყო და სოფელში შესულ კომუნისტებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა მიზანს - დამოუკიდებლობას ვერ მიაღწიეს და ზოგმა თავი ტყეს შეაფარა, ზოგი კი სოფელში დაიმალა. გერასიმე, რომელიც მეთაურად ითვლებოდა, და მისი თხუთმეტიოდე მეგობარი ვერ იპოვეს. კომუნისტებმა მას სახლში მიაკითხეს, მძევლად მამამისი იულონ ასათიანი დააპატიმრეს და ცაგერში წაიყვანეს.
კომუნისტებმა კომკავშირული ფიცით დააჯერეს მისი ბიძაშვილი გედეონი, რომ გერასიმეს და მის მეგობრებს მხოლოდ დაკითხავდნენ და უვნებლად გაუშვებდნენ. გედეონმა მოძებნა ამბოხებულები და გადასცა კომუნისტების პირობა. გერასიმე და მისი მეგობრები გედეონს ცაგერში წაყვნენ. მაშინვე გაათავისუფლეს გერასიმეს მამა - იულონ ასათიანი. ამბოხებულები გაკოჭეს და სოფელ ტვიშის მახლობლად, მდინარე რიონის პირას ჯერ მექი და გერასიმე ასათიანები, ხოლო შემდეგ დანარჩენები დახვრიტეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- პირისპირ : ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე, თბ., 2019, გვ. 215–224