გენში (ხანის იმპერატორი)
გენში-დი (ჩინ.: 更始帝, პირადი სახელი ლიუ სიუანი ჩინ.: 劉玄, ზრდასრულობის სახელი ლიუ შენგუნი ჩინ.: 劉聖公, დ. უცნობია — გ. 25) — ხანის იმპერიის ამღდგენი ჩინელი იმპერატორი. აღმოსავლეთ ხანის მომდევნო იმპერატორმა გუან უ-დიმ მას გადასცა სიკვდილის შედეგი ტიტული ხუანური მთავარი ჩინ.: 淮陽王.
ლიუ სიუანი | |
---|---|
劉玄 | |
მმართ. დასაწყისი: | 23 |
მმართ. დასასრული: | 25 |
წინამორბედი: | ვან მანი |
მემკვიდრე: |
გუან უ-დი ლიუ პენცზი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 25 |
შვილები: | ლიუ ლი, ლიუ ციუ |
დინასტია: | ხანის დინასტია |
მამა: | ლიუ ცზიჩჟანი |
დედა: | ჰე |
ლიუ სიუანის განეკუთვნებოდა მეექვსე თაობას იმპერატორ ძინ-დის შთამომავალი. როდესაც ვან-მანმა უზურპაცია მოახდინა ტახტზე და განაცხადა ხანის იმპერიის სინის იმპერიაზე შეცვლის შესახებ, მაშინ მთელს ქვეყანაში აჯანყებები დაიწყო.
22 წელს კიდევ ერთი ამბოხება მოაწყო ძინ-დის მეექვსე შთამომავლობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - ლიუ იანმა..
უფრო და უფრო ვრცელდებოდა ხმები იმის სასარგებლოდ, რომ გაენახლებინათ იმპერია ხანი ვინმე დინასტია ლიუს მიერ. ლიდერები სიანძინის დაჯგუფებიდან მთა ლიუილინის ძალით, ასევე ჯარისკაცები, რომლებიც უშუალოდ ლიუ იანის ბრძაების ქვეშ მოქმედებდნენ, სურდათ მისი იმპერატორად ნახვა, მაგრამ სინშინისა და პინლინის დაჯგუფებების ლიდერები უარზე იყვნენ, რადგან ეშინოდათ მისი ძლიერი პიროვნების და სურდათ უფრო სუსტი პიროვნება ტახტზე, ამიტომ გადაწყვიტეს ლიუ სიუნის ტატზე აყვანა. 23 წელს ის ავიდა ტახტზე სახელით „გენში-დი“.
ვან მანმა გადაწყვიტა ამბოხებულები ერთხელ და საბოლოოდ დაეწყნარებინა, და 23 წლის შემოდგომაზე მათ წინააღმდეგ გაგზავნა ჯარი 430 ათასი ადამიანის ოდენობით რომელთა მეთაურიც მისი და მთავარი მინისტრის ვან სიუნის დეიდაშვილი ვან ი იყო. ამ დროს ხანის ძალა ორად იყო დაყოფილი: ლიუ ანმა ალყაში მოაქცია ვანჩენი, ხოლო მისი ძმა ლიუ სიუ სინური ძალების შესახვედრად წავიდა ქალაქ კუნიანში. შემდგომ ბრძოლაში შესანიშნავმა ძალებმა განიცადეს წაგება, რაც ვან ანის მეთაურობის დასასრული გახდა: მთელს ქვეყანაში ყველამ გენში-დის აღიარება დაიწყო, და არა ვან მანის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Beck, B. J. Mansvelt (1990). Treatises of Later Han. Brill, გვ. 188. ISBN 90-04-08895-4.
- Kohn, Livia (2000). Daoism Handbook. Brill, გვ. 136.
- Theobald, Ulrich. (2000)Chinese History - Han Dynasty 漢 (206 BC-8 AD, 25-220) emperors and rulers. Chinaknowledge. ციტირების თარიღი: 2007-11-02.
- Sinian Period. Oracle ThinkQuest Education Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-16. ციტირების თარიღი: 2007-11-02.