გენრი ევგენის ძე დეკანოსიძე (დ. 15 სექტემბერი, 1935, გორი) — ქართველი ფარმაკოქიმიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2004).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი (1959). 1963 წლიდან მუშაობდა ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. 1983 წლიდან — ამავე ინსტიტუტის ტრიტერპენული შენაერთების ლაბორატორიის გამგე. შექმნა ბრონქოსპაზმოლიზურ ი პრეპარატი „კავსურონი“ და ერთ-ერთი პირველი მცენარეული არასტეროიდული, ანტირევმატიული პრეპარატი — „ფაციფლოგინი“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • წამალთმცოდნეობის მეცნიერული მოსაზრებანი, თბ., 2009 (თანაავტ.: ბ. რაჭველიშვილი, დ. ცინცაძე);
  • Исследование тритерпеновых гликозидов, Тб., 1982 (თანაავტ.);
  • Биологическая роль, распространение и химическое строение тритерпеновых гликозидов, Тб., 1984 (თანაავტ.).

ლიტერატურა

რედაქტირება