გენრიეტა წიწავა

საქართველოს პარლამენტის წევრი

გენრიეტა წიწავა (დ. 27 დეკემბერი, 1977) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2022 წლიდან.

გენრიეტა წიწავა
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1977 (1977-12-27) (46 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1977 წლის 27 დეკემბერს. 1999 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ჟურნალისთიკის სპეციალობით). 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართალმცოდნეობის სპეციალობით). 2001-2004 წლებში აფხაზეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციულ-ანალიტიკური განყოფილების უფროსი.

2022 წლის 5 ოქტომბრიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება