გენზევერდერი
გენზევერდერი (გერმ. Gänsewerder) — გერმანიის კუთვნილი პატარა, დაუსახლებელი კუნძული ბალტიის ზღვაში, გელენის ნახევარკუნძულიდან 400 კმ-ით აღმოსავლეთით, კუნძულ ჰიდენზეესთან. მიეკუთვნება დასავლეთ პომერანიის ლაგუნების ეროვნულ პარკს და საზოგადოებისთვის დახურულია.
კუნძულის ზედაპირი ბრტყელია, ქვიშიანი და ნესტიანი, იზრდება მხოლოდ ლერწმები და პატარა მცენარეები. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს პატარა ტბორი. კუნძულს ოვალური მოყვანილობა აქვს და მისი ზომა დაახლოებით 328x155 მეტრია, მთლიანი ფართობი კი 4 ჰექტარი.