გენადი მარგველაშვილი
გენადი მარგველაშვილი (დ. 12 აპრილი, 1968 ) — ქართველი მათემატიკოსი, პოლიტიკოსი.
გენადი მარგველაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 აპრილი, 1968 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი |
1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1991-1995 წლებში იყო ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი, შეთავსებით — ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის წრის მასწავლებელი; 1995-2010 წლებში მუშაობდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის რეგიონული გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი; 2010-2011 წლებში იყო სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2011-2016 წლებში სსიპ ანდრის რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ცენტრალური ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გენადი მარგველაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გენადი მარგველაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)