გელა ქოიავა
გელა ქოიავა (დ. 23 დეკემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი ექიმი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1985-1996 წლებში იყო თბილისის №5 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ქირურგი. 1989-1992 წლებში მოსკოვის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი, 1996 წლიდან ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების უფროსი. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომისა რეფლუქს-ეზოფაგიტის, წყლულოვანი დაავადებებისა და ღვიძლის აბსცესების შესახებ. სამედიცინო ინსტიტუტ „Vita“-ს ქირურგიის კათედრის ასისტენტი. ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების უფროსი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პირველადი და განმეორებითი ოპერაციები რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს“, დაიცვა 1998 წელს.