გევორგ ფირუმიანი (მსახიობი)

გევორგ (გეურქ) ფირუმიანი (სომხ. Գևորգ Նիկողայոսի Փիրումյան; 6 ოქტომბერი, 1881, თბილისი1954, 10 ნოემბერი, თბილისი) — სომეხი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1947).

სწავლობდა ნერსესიანის სკოლაში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1898 წელს, ტფილისში, 1898-1899 წლებში თამაშობდა „ავჭალის აუდიტორიაში“, 1901 წელს - ავლაბარში, 1902 წელს - მურაშკოს, 1909 წელს - ზუბალოვის სახალხო სახლის ხალხურ თეატრებში. 1915 - სომხურ დრამატულ საზოგადოებაში თეატრალურ ჯგუფში. აწყობდა და ხელმძღვანელობდა სომხურ - ქართულ დრამატულ (1904-1908) და აღმოსავლური ოპერეტის (1915-1918) თეატრალურ ჯგუფებს. ფირუმიანი იყო პ.ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1921), სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ასრულებდა (ქართულადაც) დრამატულ და სახასიათო როლებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება